უკრაინის დაზვერვა ფსკოვში 4 Ил-76-ის განადგურებას და 2-ის დაზიანებას ადასტურებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა, რომ ფსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმის დროს, ოთხი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 განადგურდა.
ამ ინფორმაციას Українська правда-სთან უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი ანდრი იუსოვი ადასტურებს.
"განადგურდა 4 თვითმფრინავი და მათი აღდგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ, კიდევ 2 თვითმფრინავი დაზიანდა, ინფორმაცია ზუსტდება." - აღნიშნა იუსოვმა.
Українська правда-ს წყარო ადასტურებს, რომ ფსკოვზე თავდასხმა უკრაინის დაზვერვის და თავდაცვის ძალების ორგანიზებულია.
გამოცემის ცნობით, უკრაინის დაზვერვა კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზე.