უკრაინის დაზვერვა: უახლოეს მომავალში ფრონტზე მოვლენები ძალიან გამწვავდება
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს [ГУР] წარმომადგენლის თქმით, უახლოეს მომავალში მთელი ფრონტის მასშტაბით საბრძოლო მოქმედებები უკიდურესად გამწვავდება.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუნუსოვმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"უახლოეს მომავალში ცალსახად მოვლენები მთელი ფრონტის მასშტაბით უკიდურესად გამწვავდება. აქ საუბარია არა მხოლოდ კონკრეტულ თარიღებზე - ხშირად ამ კონტექსტში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე საუბრობენ, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია", - ამბობს იუნუსოვი.
უკრაინული დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ფრონტის მთელ პერიმეტრზე.
იუნუსოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ჯერჯერობით მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.
"უკრაინა გააგრძელებს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებას",- განაცხადა იუნუსოვმა.