უკრაინის დაზვერვა: ჩვენი კონტრშეტევის გამო ოკუპანტები დახმარებას "წითელ ჯვარს" სთხოვენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა აიძულებს რუს დამპყრობლებს დახმარება "წითელი ჯვრისგან" ითხოვოს. ამის შესახებ 9 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა (ГУР) განაცხადა.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რამდენიმე მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის გამო, დამპყრობლები ეძებენ გზებს საომარი მოქმედებებიდან და შესაძლო ალყიდან უსაფრთხოდ გამოსასვლელად.
"202-ე ცალკეული მოტომსროლელი პოლკის რაშისტებმა, რომლებიც ხარკოვის რაიონში იმყოფებიან, პოზიციები დატოვეს და უახლოეს ტყის სარტყელში გადავიდნენ, ქვედანაყოფი მეთაურებისა და კომუნიკაციების გარეშე დარჩა. ისინი ურეკავენ ახლობლებს თხოვნით, დაუკავშირდნენ მეთაურებს და გაარკვიონ, სად უნდა წავიდნენ შემდეგ,"- ნათქვამია განცხადებაში. "ზოგი ცოლებს სთხოვს დაუკავშირდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ცხელ ხაზებს უკრაინის ტერიტორიიდან მათი გაყვანის მოთხოვნით."