უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღეს კიევს დონალდ ტუსკი ეწვია

22 იანვარს პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ამ რანგში პირველად ესტუმრა კიევს - ამ დღეს უკრაინაში ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. 

სავარაუდოა, რომ ვიზიტის ფარგლებში ტუსკი პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, პრემიერ, დენის შმიჰალსაც შეხვდება. 

კონტექსტი 

ტუსკის ვიზიტს კიევში უკრაინა კარგა ხანია ელიან. ტუსკის შესაძლო ვიზიტის საკითხი იყო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ანდჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი თემაც. 

ზუსტი თარიღი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ იყო ცნობილი. 

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ტუსკი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და ამბობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომი მისი მთავრობის პრიორიტეტული თემა იქნებოდა. 

მოსალოდნელია, რომ ტუსკის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები პოლონელი გადამზიდავების საპროტესტო აქციების შესახებაც. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში პოლონელი ფერმერებსა და გადამზიდავს ბლოკირებული ჰქონდათ რამდენიმე გამშვები პუნქტი. გასულ კვირას გადამზიდებმა, რომლებმაც გამშვები პუნქტი ნოემბრიდან მოყოლებული ჰქონდათ ბლოკირებული მთავრობასთან დროებით შეთანხმებას მიაღწიეს და ბლოკადა მარტამდე შეწყვიტეს. 

ტუსკი ხაზს უსვამს, რომ თავისი კოალიციის წევრებს არ მისცემს საშუალებას პოზიცია ანტი-უკრაინული სენტიმენტებზე მანიპულაციით ააგონ. 

მსგავსი სიახლეები