უკრაინის გენპროკურორი: ოკუპანტებმა ჟურნალისტი მოკლეს
უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში ჟურანალისტები მოკლეს.
"ჟურნალსტს ესროლეს, დაწვეს დაჭრილები და მძღოლი სასწრაფო დახმარების ავტომობილში. უცნობია ხარკოვში დანგრეული სახლის მცხოვრებლების ბედი.
ყველა, ვინც დანაშაუალს ჩაიდენს, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.
პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები აგრძლებენ რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიებას." - წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.
დღეს, ხარკოვში რუსმა ოკუპანტემა ჟურნალისტები მოკლეს.
ხერსონში კი სასწრაფო დახმარების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილის 64 წლის მძღოლი დაიღუპა, დაჭრილი სამხედროები კი დაწვეს.