უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: რუსი ოკუპანტები საავადმყოფოებს ბომბავენ
რუსი ოკუპანტები უკრაინაში საავადმყოფოებს დამიზნებით ესვრიან - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს.
"ეს ჟენევის კონვენციის პირდაპირი დარღვევვა და მხდალი ადამიანებისთვის შესაფერისი საქციელია. ოკუპანტების ასეთი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეს ასევე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს",- ამბობს ლიაშკო.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საავადმყოფოები სრულ მზადყოფნაში არიან და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოჰყვა დონეცკის რაიონში, უგლედარის საავადმყოფო.