უკრაინის მთავრობამ ხერსონის ოლქის აღსადგენად 100 მილიონი გრივნა გამოყო

უკრაინის მთავრობამ 100 მილიონი გრივნა გამოყო საომარი მოქმედებების შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სოციალური ობიექტების აღსადგენად. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე 15 ნოემბერს მიიღეს.

"ხერსონის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღდგენა რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. პირველ რიგში, უნდა აღვადგინოთ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მივაწოდოთ მოსახლეობას ელექტროენერგია და გათბობა. ასევე, დღეს გამოყოფილი თანხები მოხმარდება სოციალური ობიექტების აღდგენას." - თქვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.

მთავრობის დადგენილებით, თანხები ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციისთვის გადაეცემა, რომელმაც დასაფინანსებელი ღონისძიებების ნუსხა თემთა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს. კერძოდ, საუბარია:

  • დაზიანებული ობიექტების აღრიცხვაზე;
  • დაზიანებული ობიექტების აღდგენისთვის სამშენებლო მასალების, პროდუქტებისა და კონსტრუქციების შეძენაზე;
  • კაპიტალური რემონტი და რეკონსტრუქციაზე;
  • ფანჯრების, კარების, ფასადების, სახურავების, გარე და შიდა ქსელები შეკეთებაზე: გათბობა, გაზი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, ელექტრო ქსელები;
  • მძიმედ დაზიანებული შენობების დანგრევაზე.

მსგავსი სიახლეები