უკრაინის ომბუდსმენი: რუსები უკრაინელ ტყვეებს აწამებენ
უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ტყვეობაში უკრაინელი სამხედროების წამების შესახებ. მისი თქმით, ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედორები ყვებიან.
მან აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან გამოსვლისას უკრაინელ სამხედროებს წებოვანი ლენტით თვალებს უკრავდნენ, თავზე ჩანთებს აფარებდნენ, ხელებს უკრავდნენ და ტყვეობაში აწამებდნენ. მისი თქმით, აზოვის პოლკის ოფიცრები და ჯარისკაცები განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს.
დენისოვამ განაცხადა, რომ დაკითხვის დროს უკრაინელი სამხედრო ტყვეები აიძულეს დაჩოქილიყვნენ, სცემეს ავტომატის კონდახით ფეხის თითებზე და ღია ჭრილობებზე, გამოიყენეს ქლიბი, ყელზე მარყუჟი მოუჭირეს და ახრჩობდნენ, აწამებდნენ ელექტროშოკით და სცემედნენ.