უკრაინის პარლამენტმა ოლიგარქებს პარტიების დაფინანსება აუკრძალა
ხუთშაბათს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც განსაზღვრავს ტერმინ "ოლიგარქს" და ყველა ასეთ ადამიანს სხვადასხვა შეზღუდვებს უწესებს. კანონს ხელი საბოლოოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მოაწეროს.
ამიერიდან, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს უფლება ექნება ოლიგარქებს პარტიების დაფინანსება და პრივატიზაციაში მონაწილეობა აუკრძალოს.
საბჭო ოთხი კრიტერიუმით იხელმძღვანელებს: საჯარო ცხოვრებაში ინდივიდის მონაწილეობა და მათი გავლენა მედიაზე, მონოპოლიების კონტროლი ან ფლობა და აჭარბებს თუ არა ამ პიროვნების აქტივების რაოდენობა 2.4 მილიარდ გრივნას (74 მილიონი ევრო).
ზელენსკის თქმით, ცვლილებების მიზანია დაიცვას სახელმწიფო ოლიგარქებისგან, რომლებმაც სახელმწიფო სისტემა ათწლეულების განმავლობაში კორუმპირებული გახადეს.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიამ "ევროპული სოლიდარობა". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, ახალი წესები კორუფციის უზარმაზარ შესაძლებლობებს ტოვებს და კანონი მიზნად პეტრო პოროშენკოს ისახავს, რომელიც მსხვილი ბიზნესმენი და რამდენიმე ტელევიზიის მფლობელია.
კანონის თანახმად, ყველა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია გაასაჯაროოს ოლიგარქებთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური აქტივობა.