უკრაინის პორტები "მარცვლეულის დერეფნით" 12 გემმა დატოვა
11 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის პორტებიდან ექსპორტირებულია დაახლოებით 375 ათასი ტონა მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა 11 აგვისტოს, უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"აგვისტოს დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში ჰუმანიტარული საზღვაო დერეფნის გავლით უკრაინის პორტებიდან ჩორნომორსკიდან, ოდესიდან და იუჟნიდან 12 გემი გავიდა. საერთო ჯამში, უკრაინის პორტებიდან ექსპორტირებულია დაახლოებით 375 000 ტონა მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები. ჰუმანიტარულ დერეფანში გემებს არანაირი დაბრკოლება არ შექმნია", - განაცხადა გრომოვმა.