უკრაინის პრემიერი: თესვის კამპანია 20 რეგიონში დაიწყო

უკრაინის 20 რეგიონში თესვის კამპანია დაიწყო. ამის შესახებ 31 მარტს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, "ეს ნამდვილად პოზიტიური სიახლეა", რადგან გასულ წელს, ამ დროს თესვა მხოლოდ 15 რეგიონში დაიწყო.

"საგაზაფხულო კულტურებით ნათეს ფართობთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმია. ოპერატიული მონაცემებით, თესვა შეიძლება განხორციელდეს 6 მილიონ ჰექტარზე. ეს არის გასულ წელს დათესილი ფართობის 80%", - განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის აგრარული მოსახლეობა ახლა თავის ფრონტს არანაკლებ გაბედულად და თავდადებით იცავს.

"მათზე დგას ქვეყნის და მსოფლიოს მომავალი სასურსათო უსაფრთხოება. მადლობას ვუხდით მათ გამბედაობისა და საქმისადმი თავდადებისთვის", - თქვა შმიჰალმა.

 

მსგავსი სიახლეები