უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 47 რუსული დრონი ჩამოაგდო

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 72 Shahed-ის დრონით და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, განადგურდა რუსების 47 დრონი, დანარჩენები კი დაიკარგა.

ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

"9:00 საათის მდგომარეობით, პოლტავას, სუმის, ხარკივის, კიევის, ჩერნიჰივის, ჩერკასის, ჟიტომირის, ხმელნიცკის და ოდესის რაიონებში დადასტურდა 47 Shahed-ის დრონის და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება. თავდაცვის ძალების აქტიური წინააღმდეგობის გამო, მტრის 25 დრონი დაიკარგა (უარყოფითი შედეგების გარეშე)." - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული თავდასხმის გამო ხმელნიცკისა და კიევის რაიონებში კერძო საწარმოები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.

ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ბრაიანსკის და ორელის მიმართულებიდან გაუშვეს.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

მსგავსი სიახლეები