უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის რეგიონში რუსების რაკეტა ჩამოაგდო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა 22 ივნისს რუსი დამპყრობლების მიერ გასროლილი რაკეტა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ Telegram-ზე განაცხადა.
"მტერმა სცადა სარაკეტო შეტევა რეგიონის ერთ-ერთ რაიონზე. რაკეტა ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს", - განაცხადა მარჩენკომ.
დღეს, მისი თქმით, ოკუპანტებმა რაკეტები მიკოლაივის, დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რაიონებსაც ესროლეს.