უკრაინის შსს: ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი აღიკვეთა
უკრაინელმა სამართალდამცავებმა სახელმწიფოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა შეძლეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა 15 ივნისს განაცხადა.
კონტრდივერსიულ სამუშაოებზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ დივერსანტების ძებნაში უკრაინის მოქალაქეების მონაწილეობაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ [პოლიციის ცხელ ხაზზე] 10 შეტყობინებადან მხოლოდ ერთი აღმოჩნდება სიმართლე, მაგრამ არა უშავს, ღირს, რადგან დივერსანტების გამოვლენა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ომისას", - თქვა მან. "ხალხი აქტიურად გვეხმარება და სწორედ ჩვენი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით მოვახერხეთ ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა. გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო მეტს ვიტყვით".
იენინმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ იყო სამიზნე და როდის იყო დაგეგმილი თავდასხმა.
The Times-მა 4 მარტს დაწერა, რომ მკვლელთა ჯგუფებმა ერთ კვირაში სამჯერ სცადეს უკრაინის პრეზიდენტის მოკვლა, მაგრამ ვერ მოხერხდა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 9 მარტს "უკრაინსკა პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზელენსკის მკვლელობის 10-ზე მეტი მცდელობა იყო.