უკრაინის სცეკავშირის სამმართველო: დაიწყო ხერსონის შტურმი

უკრაინის სახელმწიფო სპეცკავშირის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დაიწყო ხერსონის შტურმი, რომელიც უკრაინის სამხრეთში, ყირიმთან ახლოს მდებარე რაიონული ცენტრია. ხერსონის მოსახლეობა 300 ათასს შეადგენს. 

თავის ტელეგრამ არხში უკრაინის სახელმწიფო უწყება წერს "თვითმხილველების ინფორმაციით, მტერი აეროპორტის მხრიდან უტევს, ნიკოლაევსკის მაგისტრალისა და კომბინატის მიმდებარე ტერიტორიიდან". 

ხერსონის მერმა, იგორ კოლიხანოვმა პირად ფეისბუკზე ცოტა არ იყოს უცნაური პოსტი გამოაქვეყნა - ერთის მხრივ კოლიხანოვი წერს, რომ ოკუპანტები ქალაქის შესასვლელებში ბლოგპოსტებს აგებენ და მეორეს მხრივ ამბობს, რომ ხარკოვის არის და დარჩება უკრაინული. 

გარდა ამისა, კოლიხანოვი მოსახლეობას მოუწოდებს კომენდანტის საათის დროს არ გამოვიდნენ გარეთ, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და არ შევიდნენ აგრესიულ კომუნიკაციაში უცხო პირებთან. 

მასალა განახლებადია. 

მსგავსი სიახლეები