უკრაინის თავდაცვა: რუსების სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ

ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინული ინდუსტრიული ქალაქის - სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ. 

სერჰი ჰაიდაის განმარტებით, უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი, უფრო მეტად უსაფრთხო ადგილებში გადაჯგუფდა, ხოლო სხვები, ბრძოლას, უშუალოდ ქალაქში აგრძელებენ. 

ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ლუჰანსკის რეგიონში, უკრაინული ძალები აკონტროლებენ, ამ დრომდე რუსების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის, მათ შორის სევეროდონეცკის გვერდით არსებული ქალაქი - ლისიჩანსკი. 

უკრაინელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სევეროდონეცკში შეუძლებელია, ვერ ხერხდება საევაკუაციო ოპერაციის ჩატარებაც. 

მსგავსი სიახლეები