უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსების მიერ "ნაჩუქარი" არტილერიის სია გამოაქვეყნა
10 ივლისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ფეისბუქზე სამი ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების შესახებ დაწერა, რომლებიც ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიისგან "მიიღეს".
"უკრაინული სტილის დემილიტარიზაცია, ან 3 საუკეთესო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც რუსებმა "შემოგვწირეს", - ნათქვამია განცხადებაში.
საუბარია БМ-27 "Ураган"-ზე, РСЗО "Торнадо-Г"-ზე და ТОС-1А "Солнцепек"-ზე.
- БМ-27 "Ураган": უკრაინელი ჯარისკაცების ქმედუნარიან ხელში, დატყვევებული 220 მილიმეტრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული კომპლექსი გაანადგურებს რუს მებრძოლებს 30-35 კმ მანძილზე.
- РСЗО "Торнадо-Г": ამ სისტემის საბრძოლო შესაძლებლობები გაფართოვდა ახალი რეაქტიული საბრძოლო მასალის საშუალებით. ახლა "Торнадо-Г" ეფექტურად "იმუშავებს" ყოფილი მფლობელების წინააღმდეგ ზუსტად და შორ მანძილზე.
- ТОС-1А "Солнцепек": ეს სისტემა რუსული პროპაგანდის ლეგენდაა. ის ისვრის თერმობარული საბრძოლო მასალით, 24 ჭურვის ზალპში, რომელსაც შეუძლია დაფაროს 200x200 კვადრატული მეტრი ფართობი. მიუხედავად მრავალი ტექნიკური უპირატესობისა, სისტემამ ვერსად იპოვა გამოცდილი რუსული ეკიპაჟი გამოსაყენებლად, ამიტომ ამ საარტილერიო სისტემებიდან რამდენიმე "გადაეცა" უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.