უკრაინამ დაღუპული რუსი გენერლების და პოლკოვნიკების სია გამოაქვეყნა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დროს დადასტურდა მინიმუმ 11 რუსი მაღალი რანგის ოფიცრის დაღუპვა. მათი სახელები 15 მარტს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა გამოაქვეყნა.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიის მიერ მოკლული ოფიცრების სია ასეთია:
- გენერალ-მაიორი მაგომედ ტუშაევი;
- გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი;
- გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი;
- გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი;
- გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი;
- პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი;
- პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია;
- პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი;
- ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი;
- ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი;
- ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი.
ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სია "სრულყოფილი" არ არის.
"ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები სიას ექსპონენტურად 'შეავსებენ", - აცხადებენ სამინისტროში.
15 მარტს, აზოვის პოლკმა, რომელიც მარიუპოლს იცავს, რუსი გენერალ-მაიორის, ოლეგ მიტიაევის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.