უკრაინული დრონების იერიში რუსეთის ნავთობსაწარმოებზე - რა ვიცით

გასული 48 საათის განმავლობაში, რუსეთის 10 რეგიონი უკრაინული დრონების მასირებულ შეტევებს იგერიებდნენ.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმაა დრონების გამოყენებით უკრაინის მხრიდან. სხვადასხვა სამიზნეებს შორის მსხვილი რუსული ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხნები იყო, რომლებიც ქალაქ რიაზანში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში და ლენინგრადის ოლქის ქალაქ კარიშიშში მდებარეობენ.

რიაზანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშაბათს, ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხანას ერთდროულად რამდენიმე კამიკაძე-დრონი დაესხა თავს. "დარტყმის შემდეგ მოხდა კომპლექსების აალება. არსებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც" - აცხადებს პაველ მალკოვი, რიაზანის გუბერნატორი.

რიაზანის ნავთობ-ბაზაზე არსებული ტექნიკური კომპლექსების დაზიანება, შესაძლოა გავლენა იქონიოს მოსკოვის საწვავით მომარაგებაზე, რადგანაც, სწორედ ეს ბაზა იკავებს დიდ წილს დედაქალაქის მომარაგებაში. საყურადღებოა, რომ რიაზანის კომპექსი რუსეთში სიდიდით მესამე ყველაზე დიდი ნავთობ-გადამამუშავებელი საწარმოა. 

ვლადიმირ პუტინმა დღევანდელ ინტევიუში განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გახშირებული თავდასხმის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ხელის შეშლაა, რომელიც 15-17 მარტს გაიმართება. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადენლის განცხადებით, ეს მიზანმიმართული შეტევები სტრატეგიის ნაწილია "ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ წინასწარ დაგეგმილ თავდასხმებს სტრატეგიულ ობიექტებზე რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად. ჩვენი ამოცანაა - მტერს შევუმციროთ მის ხელთ არსებული ნავთობ-რესურსებიდან შემოსული ფული, რომელბსაც ისინი ჩვენ წინააღმდეგ ომში იყენებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ 13 მარტს რუსეთის სხვადსხვა რეგიონში ჰაერსაწინააღდეგო სისტემებმა 60-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა - ბელგოროდი (11), ბრიანსკში (8), ვორონეჟში (29), კურსკში (8), ლენინგრადში (1), რიაზანში (1). 

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტის შესაქმნელად უფრო მეტი შეტევა დაჭირდება, უკრაინისთვის ეს ეფექტური სტრატეგიაა",- წერს რუსეთის ეკონომიკის ექსპერტი, იანის კლუნგე. 

ექსპერტის შეფასებით, მსგავსი შეტევების გაგრძელებამ შესაძლოა საწვავის ფასი გაზარდოს, რაც პოლიტიკური საკითხია და რაზეც მოსახლეობას მტკივნეული რეაქცია ექნებათ. 

"უკვე მიყენებული ზიანის გამოსწორებას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. აქ დრონების თავდასხმები აძლიერებს სანქციების ეფექტს, რომლის შედეგადაც ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა რუსეთისთვის უფრო რთულია. უკრაინამ ამ მიმართულებით მუშაობა მხოლოდ ახლა დაიწყო, რუსეთი კონტრზომების მიღებას შეეცდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მაინც დარჩება მოწყვლადი სივრცეები",- წერს კლუნგე. 

დღევანდელი საჰერო შეტევის მთავარ სამიზნეებს მხოლოდ ნავთობაზები არ წარმოადგენდნენ. რუსულმა გამომცემლობა ტასმა, ტელეგრამ არხზე, გაავრცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, ბელგოროდის ოლქში ერთი დრონი ფსბ-ს შენობსასაც მოხვდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს პოსტი წაშალეს.

12 მარტსაც განხორციელდა ანალოგიური თავდასხმები ორ სხვადასხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ორიოლსა და ნიჟნი ნოვგოროდში. ერთ-ერთი სამიზნე “ლუკოილის”  ნავთობბაზა იყო, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდი კომპლექსად ითვლება

კონტექსტი

12-13 მარტის განმავლობაში, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალიეობრივა კორპუსებმა საერთო სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებში. ოპერაციას წინ უძღოდა მასირებული კამიკაძე-დრონების თავდასხმა რუსეთის 10 რეგიონზე. განსაკუთრებით იბომბებოდა ბელგოროდი, კურსკი, ბრიანსკი და ვორონეჟი.

გასული 2 დღის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ბაზა მწყობრიდან გამოვიდა. ექსპერტების შეფასებით, სულ მცირე, ორი მათგანის დაზიანება, საწვავის მომარაგების კუთხით, სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს.

 

მსგავსი სიახლეები