უკრაინული მედია: 6 სექტემბერს ენტონი ბლინკენი კიევს ეწვევა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 6 სექტემბერს კიევს ეწვევა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა ZN.ua-ავრცელებს.
საყურადღებოა, რომ ბლინკენი უკრაინას ბოლოს ზუსტად 1 წლის წინ, 2022 წლის 8 სექტემბერს დაუანონსებელი ვიზიტით ეწვია. მაშინ კიევში მყოფმა ბლინკენმა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის მოცულობაც 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კიევს პირველად 2022 წლის აპრილს, თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად ესტუმრა.
ბლინკენის ვიზიტის დღის წესრიგი და მიზანი უცნობია, თუმცა ის სამხრეთში უკრაინის არმიის კონტრიერიშის გააქტიურებას ემთხვევა. ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა მებრძოლებმა შეძლეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზის დაძლევა.
უფრო მეტი ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.