უკრაინულმა ავიაციამ ერთ კვირაში რუსების 7 საწყობი და 2 სამეთაურო პუნქტი გაანადგურა

გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურა.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა 4 აგვისტოს, უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ერთი კვირის განმავლობაში 38 საჰაერო დარტყმა განახორციელეს მტრის იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის საწყობებზე. განადგურდა 11 ოცეული, ორი ტაქტიკური დონის სამეთაურო პუნქტი, ასევე საბრძოლო მასალის შვიდი საწყობი", - განაცხადა გრომოვმა.

მსგავსი სიახლეები