უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქში რუსული საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ხერსონის ოლქში, ნოვოპეტრივკას მახლობლად რუსული საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურა. ამის შესახებ 13 ივლისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების "კახოვკას" ჯგუფი იტყობინება.
"ხერსონის რაიონში, ნოვოპეტრივკას მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ძლიერი დარტყმა მიაყენა მტერს, რის შედეგადაც განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და მტრის პერსონალი, რომელიც იქვე იმყოფებოდა," - ნათქვამია განცხადებაში.
ლიკვიდირებული დამპყრობლების რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.