უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების 14 პოზიცია დაბომბა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ერთ დღეში 14 დარტყმა განახორციელა. ამ ინფორმაციას 3 დეკემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"გუშინ თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა რუსების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს, ასევე დაბომბა ოკუპანტების საზენიტო-სარაკეტო სისტემის პოზიციები", - ნათქვამია რეზიუმეში.
გენერალურ შტაბში ასევე აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ პოდგოროდნოიეს მახლობლად მტრის თვითმფრინავი (Su-34) ჩამოაგდეს.
"უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს რუსების ორი სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის პერსონალის და შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ორი ზონა", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.