უნგრეთი: უკრაინაში იარაღის ჩვენი ტერიტორიით ტრანზიტის წინააღმდეგი არ ვართ

უნგრეთი მზადაა თავისი ტერიტორიაზე გაატაროს უკრაინისთვის სხვა ქვეყნების მიერ გაწეული ყველა დახმარება, მათ შორის შეიარაღება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევენტე მადიარმა 19 ივლისს ლვოვის მერ ანდრეი სადოვისთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ შოკირებული ვართ იმ მოვლენებით, რაც აქ ხდება, ჩვენ ნამდვილად თანაუგიგრძნობთ თქვენ. ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ სამჯერ ვებრძოდით რუსეთს. ეს ომები იყო არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის. ბევრი დასავლელი პარტნიორისგან განსხვავებით, ჩვენ საკუთარ თავზე გადავიტანეთ როგორია ეს - დაპირისპირება ამ უზარმაზარ აღმოსავლურ სახელმწიფოსთან. ამავდროულად, თავად უნგრეთი არ მიაწოდებს თავის იარაღს უკრაინას - ეს არის ჩვენი სტრატეგიული პოზიცია. თუმცა, მესამე ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია", - თქვა მადიარმა.

მისივე თქმით, უნგრეთი მზადაა მიიღოს უკრაინელი ბავშვები სანატორიუმებსა და ბანაკებში, ასევე მათ უნივერსიტეტებში უკრაინელებს 1000 სტიპენდია მისცეს.

გარდა ამისა, უნგრეთმა უკრაინას დახმარება შესთავაზა სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მკურნალობაში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში.

მსგავსი სიახლეები