უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო 11 აპრილს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ამის შესაებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.
სიიარტოს თქმით, მოსკოვში ვიზიტის დროს ის განიხილავს უნგრეთისთვის გაზის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის მიწოდების საკითხებს და ხაზს გაუსვამს რუსეთიდან იმპორტის მნიშვნელობას მისი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს გამართავს ენერგეტიკის საკითხებში რუსეთის ვიცე-პრემიერთან, ალექსანდრ ნოვაკთან, შემდეგ კი როსტომის აღმასრულებელ დირექტორთან, ალექსეი ლიხაჩოვთან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს სიიარტოს მესამე ვიზიტია მოსკოვში. ის რუსეთის დედაქალაქს ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში ეწვია.
2023 წლის თებერვალში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკს ეწვია.