ვაგნერელებმა დაატყვევეს რუსი ოფიცერი, რომლის ქვედანაყოფიც მათ ესროდა
სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ბახმუტთან ახლოს, ვაგნერის მებრძოლებს, ცეცხლი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებმა გაუხსნეს.
ეს ინფორმაცია მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე, 4 ივნისს გამოქვეყნდა.
პრიგოჟინმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა გზა, რომლითაც ვაგნერელებმა ბახმუტი დატოვეს, განზრახ დანაღმული.
"ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი ფაქტი არ არის საჯარო. თუმცა, შემიძლია გამოვაქვეყნო პირველადი ანგარიში და ვიდეო მტკიცებულება, თუ რა მოხდა იქ," - განაცხადა მან.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოპიტნოისა და ოზარიანოვკას მიდამოებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროები შენიშნეს, რომლებმაც ვაგნერის უკან დახევისა და მომარაგების ზონები დანაღმეს.
მოგვიანებით, დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გამნაღმველები გაგზავნეს, თუმცა როდესაც განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს.
პრიგოჟინის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ პოლკოვნიკი, რომელმაც ვაგნერის მანქანას ესროლა, ტყვედ აიყვანეს და მისი ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოში ჯარისკაცი ამბობს, რომ 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურია და მანქანას "პირადი მტრობის გამო" ესროლა.