ვაგნერს ფინანსური პრობლემები აქვს - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ფინანსური ზეწოლის გამო  ვაგნერი ცდილობს თავისი მეომრების ხელფასებზე გაწეული ხარჯები დაზოგოს.

"ვაგნერი სავარაუდოდ მიიწევს შემცირებისა და რეკონფიგურაციის პროცესისკენ, ძირითადად, რათა დაზოგოს ხელფასის ხარჯები ფინანსური ზეწოლის პერიოდში," - დაზვერვის ნათქვამია მიმოხილვაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო ვაგნერის მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის სხვა ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კრემლი აღარ აფინანსებს ჯგუფს.

"თუკი რუსული სახელმწიფო აღარ აფინანსებს ვაგნერს, მაშინ ბელორუსის ხელისუფლება ყველაზე სავარაუდო დამფინანსებელია," - ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

თუმცა, ასეთი ხარჯები პოტენციურად არასასურველი თანხის გადინებაა ბელორუსის მოკრძალებული რესურსებისთვის.

მსგავსი სიახლეები