ვერეშჩუკი: ტყვეების გაცვლის შედეგად 26 უკრაინელი გათავისუფლდა
უკრაინასა და რუსეთს შორის 9 აპრილს ტყვეების მესამე გაცვლა მოხდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა Telegram-ზე დაწერა.
"ჩვენი 12 ჯარისკაცი ბრუნდება სახლში, მათგან ერთი ოფიცერი ქალია. ჩვენ ასევე გავათავისუფლეთ 14 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ცხრა ქალი. სულ 26 ჩვენი მოქალაქე", - წერს ვერეშჩუკი.
მან აღნიშნა, რომ გაცვლა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით განხორციელდა.
აპრილის დასაწყისში ვერეშჩუკმა თქვა, რომ გაცვლასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. კერძოდ, რუსეთს მძევლად აჰყავდა არა მხოლოდ სამხედროები, არამედ ბევრ სამოქალაქო პირიც და ტყვეების გაცვლას ითხოვდა პრინციპით - "სამხედრო სამხედროში" და "სამოქალაქო სამოქალაქოში".
"მე გამუდმებით ვსვამ შეკითხვას: ჩვენც უნდა დავიჭიროთ რუსები მთელ მსოფლიოში, რათა გაცვლა შევძლოთ?" - განაცხადა მინისტრმა.