ვილნიუსში ნატოს სამიტის უსაფრთხოებას პოლონეთის სპეცრაზმი დაიცავს
ვილნიუსში ნატოს სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლონეთი ლიეტუვაში სპეცრაზმს გაგზავნის.
ამ ინფორმაციას ხუთშაბათს პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიურო ავრცელებს.
გადაწყვეტილება, რომელზეც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეთანხმდნენ, არის "პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შორის უფრო ფართო სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შედეგი."
პოლონეთის სპეცრაზმი ამოცანებს სატრანსპორტო ავიაციის, ვერტმფრენებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების დახმარებით შეასრულებს.
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის, იაცეკ სივერას განცხადებით, კონტინგენტი მომზადებას მომავალ კვირაში დაგეგმილი წვრთნების სერიით დაიწყებს.
ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ჩატარდება. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამიტის უსაფრთხოებას 3000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიცავს.