ვიქტორ ორბანი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გნცხადებით, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა.
„მე ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ასევე, ხაზი გავუსვი, რომ მოვუწოდებთ უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხმა მისცეს შვედეთის გაწევრიანებას და რატიფიკაციის პროცესი პირველი შესაძლებლობისთანავე დაასრულოს“, - ვიქტორ ორბანი.
23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.
ამჟამად, ნატო-ს ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, უნგრეთია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს. ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში შეუერთდა.