ვოლკერი: რუსეთის ინტერვენცია მოლაპარაკებებით არ დასრულდება

ამერიკის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში მოლაპარაკებებით არ დასრულდება.

CBS-ის ჟურნალისტმა ვოლკერს ჰკითხა, არის თუ არა რეალისტური რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპრაკებების გზით დასრულება.

"საერთოდ არა, არა, უნდა გავიგოთ, რომ პუტინმა ფსონი სამხედრო გამარჯვებაზე დადო. მას სურს გაანადგუროს უკრაინა და დაამხოს ხელისუფლება. მას არ ადარდებს რა დანაკარგს გამოიწვევს და რა დაემართება მოსახლეობას. ეს მესიანური მისიაა და სწორედ ამიტომ უნდა შევაჩეროთ ის[პუტინი]," - თქვა ვოლკერმა.

მან ასევე ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უკრაინას A-10 მოიერიშე თვითმფრინავები გადასცეს, რადგან უკრაინელმა პილოტებმა მისი მართვა იციან.

 

მსგავსი სიახლეები