ვოლოდინი ბუჩას სასაკლაოზე: დასავლელი მაყურებლისთვის დადგმული სპექტაკლია
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ბუჩაში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებს გამოეხმაურა.
ვოლოდინის თქმით, ბუჩაში განვითარებული მოვლენები "რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით, დასავლელი მაყურებლისთვის დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს".
"ამ სპექტაკლის სცენარისტი და რეჟისორი ბრიუსელი და ვაშინგტონია, კიევი - მსახიობია. აშშ მსგავს რაღაცეებს აკეთებდა იუგოსლავიაში, ლიბიაში, ერაყსა და სირიაში, იმავე უკრაინაშიც - მარიუპოლის სამშობიარო სახლში", - წერს ვოლოდინი.
ვოლოდინის აზრით, მსგავსი ნაბიჯებით დასავლეთი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამართლებას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბუჩა დაიბრუნეს, ქალაქის ქუჩებში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის გვამები და საერთო საფლავები აღმოაჩინეს.
ბოლო მონაცემებით ქალაქშია მოკლულია 340-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.