ვოლოდინი ევროპას: თუ გინდათ გაზი, ეძებეთ რუბლები

დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც უარი თქვეს ვლადიმირ პუტინის მიერ წაყენებული ულტიმატუმის დაკმაყოფილებაზე. 

"თავიდან დიდი შვიდეულის ქვეყნებმა თქვეს უარი, ბუნებრივი რესურსებში ჩვენი ვალუტა გადაიხადონ. შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იამალ-ევროპის გაზსადენში გაზის მიწოდება შეწყდა". 

დუმის სპიკერის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ გამართლებების ძებნა, რადგანაც სწორედ მათმა მოქმედებებმა გამოუთხარა ძირი ნდობას ევროსა და დოლარის მიმართ. "ჩვენმა პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, დუმის დეპუტატები მას მხარს ვუჭერთ", - წერს ვოლოდინი. 

ვოლოდინის თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ ყველა საბაზრო მექანიზმი, რათა ანგარიშსწორება რუბლებში აწარმოონ:

"გაზი რთულ ბუნებრივ და კლიმატურ პირობებში მოიპოვება. ეს უმძიმესი სამუშაო. თუ გინდათ მიიღოთ გაზი - ეძებეთ რუბლები. სხვანაირად ვერ იქნება". 

ვოლოდინის აზრით, რუსეთმა რუბლებში ანგარიშსწორება უნდა დაიწყოს არამხოლოდ ენერგომატარებლებზე, არამედ სხვა პროდუქციაზეც, მათ შორის სასუქები, მეტალები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია. 

მსგავსი სიახლეები