ვორონეჟის რეგიონში ორი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია მოხდა
უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ვორონეჟის რეგიონში ორი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა.
"მათთვის რაიონულ ცენტრში გამოიყო დროებითი მოთავსების ადგილი, გამოიყენეს ავტობუსები," - წერს გუსევი თავის Telegram-ის არხზე.
გუბერნატორის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსოშანსკის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. დრონის ფრაგმენტების დაცემამ თავდასხმის ობიექტებთან ხანძარი გააჩინა. აფეთქება არ მომხდარა, მაგრამ ოპერატიულმა სამსახურებმა ორი დასახლებული პუნქტიდან მაცხოვრებლების დროებითი ევაკუაცია გადაწყვიტეს.
"ხანძარი ადგილობრივი ძალებით ჩააქრეს. მდგომარეობა დასტაბილურდა. მოსახლეობა სახლებში ბრუნდება," - აღნიშნა გუბერნატორმა.
იმავდროულად, Astra ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, სოფელ მალაია მეჟენკაში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა.
24 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში საბრძოლო მასალის საცავი დაბომბა.
მანამდე Telegram-ის არხმა Mash-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის კიდევ ერთი საცავი დაბომბეს უკრაინულმა დრონებმა, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. არხი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს ცეცხლში ჩაფლული ობიექტი და შავი კვამლის უზარმაზარი სვეტი.