Вёрстка: პუტინი მეხუთე ვადაზე კენჭისყრის შესახებ 4 ნოემბერს განაცხადებს

ვლადიმირ პუტინმა მეხუთე საპრეზიდენტო ვადაზე კენჭისყრის შესახებ შესაძლოა მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამოაცხადოს - რუსეთში ამ დღეს ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა Вёрстка პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით ეს შესაძლოა რუსეთის სახალხო მიღწევათა გამოფენაზე (ВДНХ) მოხდეს. გამოფენა სტარტს სწორედ 4 ნოემბერს აიღებს და 12 აპრილამდე გაგრძელდება.

გამოცემის წყაროს ცნობით, გამოფენაზე რუსეთის მთავრობის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც პუტინი "თანხმობით უპასუხებს ქვეშერმდომების მრავალრიცხოვან თხოვნებს ახალი ვადით კენჭისყრის შესახებ."

მომდევნო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტსაა ჩანიშნული. 

გამოცემის ცნობით, გამოფენისთვის მზადება უკვე მრავალი თვეა დიდი ძალისხმევით მიმდინარეობს - წყაროს ცნობით, გამოფენას კრემლში საპრეზიდენტო არჩევნების ფონად განიხილავენ. ორგანიზების საქმეში უკვე ჩართულია არამხოლოდ სამინისტროები, არამედ ყველა გუბერნატორიც. 

გამოფენის ოფიციალური ხელმძღვანელი პოდმოსკოვიის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, ნატალია ვირტუოზოვაა, ხოლო პროექტის პოლიტიკური კურატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და შიდა პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელი, სერგეი კირიენკოა. 

 

მსგავსი სიახლეები