WaPo: სამშვიდობო გეგმით აშშ ევროპას ყირიმის რუსეთად აღიარებას შესთავაზებს

დონალდ ტრამპის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის ფორმალურად აღიარებას ითვალისწინებს - სწორედ ეს იქნება უკრაინის, ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ლონდონში გასამართ სამიტზე. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ 23 აპრილს დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი - ვაშინგტონს შეხვედრაზე ტრამპის კიდევ ერთი საგანგებო წარმომადგენელი, კიტ კელოგი წარმოადგნეს. 

  • გაზეთის ცნობით, ყირიმის ანექსიის აღიარების წინადადება ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკრაინელ და ევროპელ კოლეგებს 17 აპრილს პარიზში, ახალი ფორმატის პირველი შეხვედრის დროს წარუდგინოს - სავარაუდოა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები უნდა შეაჯერონ. 

  • გეგმა, ასევე, ითვალისწინებს შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვას არსებულ ხაზებზე და ეტაპობრივად რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას. 

  • გაზეთის წყაროების ცნობით, ამერიკული ადმინისტრაციის შეცვლილი რიტორიკა და მუქარა მედიაციის შეწყვეტის შესახებ კიევზე დამატებით წნეხს ქმნის - "უკრაინაზე მომდინარე წნეხის მასშტაბი შემაცბუნებელია"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი ევროპელი წყარო. 

  • წყაროების ცნობით, ყირიმის ანექსიის აღიარების იდეა სტივ უიტკოფს ეკუთვნის, რომელმაც ეს აზრი გასულ კვირას ვლადიმირ პუტინთან გამართული რიგით მესამე შეხვედრის დასრულების შემდეგ გააჟღერა. შეხვედრა თითქმის 4 საათი გრძელდებოდა. "ეს უიტკოფის იდეაა, რომ ამერიკამ აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად, ისე, რომ უკრაინელებს იგივეს გაკეთება არ დააძალონ. 

  • სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ პარიზის შეხვედრაზე ამერიკელებმა წარმოადგინეს წინადადებები და შეთავაზებები და არცერთ საკითხზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. 

Big Picture: წყაროები მიუთითებენ, რომ მსგავსი ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ უკრაინა ქვეყნის აღდგენისა და უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს ითხოვს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. 

  • კომენტატორების შეფასებით, ევროპელებს პროცესზე გავლენის არსებითი ბერკეტები აქვთ, რადგანაც სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში ინახება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები. 

  • ეკონომისტების შეფასებით, ევროპის მხარდაჭერის გარეშე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას "უმნიშვნელო გავლენა" ექნება და მწყობრი სამშვიდობო წინადადებისთვის მათი თანხმობა აუცილებელი იქნება.

Context: კიევში არაერთხელ კატეგორიულად გამორიცხეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, მათ შორის ყირიმისაც და მათ შორის ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრების კონტექსტში. 

  • მიუხედევად ამისა, სამხედრო ექსპერტები და უკრაინული წყაროები თანხმდებიან, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის არმიას არ ძალუძს ოკუპირებული ნახევარკუნძულის დაბრუნება.

  • რესურსების უკმარისობა აღიარა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და განაცხადა, რომ ყირიმის საკითხში უკრაინამ დიპლომატიური გამოსავალი უნდა მოძებნოს. 

Go Deeper: ტრამპის გეგმა - ყირიმის აღიარება, ფრონტის გაყინვა და ზაეს-ის აშშ-სთვის გადაცემა

 

მსგავსი სიახლეები