WaPo: უკრაინელი პილოტების წვრთვნა შესაძლოა მომდევნო ზაფხულამდე გაჭიანურდეს

F-16 ტიპის თვითმფრინავების წვრთნებში ჩართული უკრაინელი პილოტების პირველი ჯგუფის წვრთნის დასრულება შესაძლოა 2024 წლის ზაფხულამდე გაჭიანურდეს. 

ამის შესახებ უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაზეთი Washington Post წერს. 

საყურადღებოა, რომ წვრთნის პროცესის დაწყება არაერთხელ გადაიდო. პროცესის გაჭიანურების ძირითად მიზეზად კი ის სახელდება, რომ უშუალოდ საფრენ აპარატებზე წვრთნების დაწყებამდე უკრაინელ პილოტებს ინგლისური ენის 4-თვიანი კურსების გავლა მოუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი პილოტები კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, მათ მოუწევთ რეაქტიულ თვითმფრინავებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის შესწავლა. ინგლისური ენის კურსების პილოტების გარდა უნდა გაიაროს ტექნიკურმა პერსონალმაც, რომელიც თვითმფრინავებს ხმელეთიდან უნდა მოემსახუროს. 

აქედან გამომდინარე უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ჭიანურდება საბრძოლო წვრთნების დაწყება, რომელსაც თავის მხრივ 6 თვე დაჭირდება. 

უკრაინელი პილოტების წვრთნები აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება. წვრთნების დაწყებაზე საბოლოო თანხმობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გასცა. 

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რომელი ქვეყნები მიაწვდიან უკრაინას ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავებს და რა რაოდენობაზეა საუბარი. 

 

 

მსგავსი სიახლეები