WP: აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტში სხვა შეიარაღებასთან ერთად Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაც შედის. 

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Washington Post ავრცელებს

საუბარია ლენდ-ლიზის ფარგლებშიც დამტკიცებულ პირველ პაკეტზე, რომლის ჯამური მოცულობაც 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან 20 მილიარდი დოლარი პირდაპირ სამხედრო შეიარაღებაზე დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც უკრაინა შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და მათ შორის Patriot-ის სისტემებს მიიღებს. 

ამერიკული წარმოების Patriot მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ეფექტურ საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევა, რომელიც ძირითადად ნატოს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაზეა. 

სწორედ Patriot-ის ტიპის დანადგარები მიიღო სლოვაკეთმა აშშ-სგან, უკრაინისთვის გადაცემული C-300-ის დივიზიის სანაცვლოდ. 

ამ ტიპის სისტემის გადაცემას უკრაინული ხელმძღვანელობა ომის დაწყების დღიდან ითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა ამ დრომდე დაუკმაყოფილებელი რჩებოდა. 

19 მაისს აშშ-ს სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 8 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას, ასევე 1 მილიარდი დოლარის მოცულობის სასურსათო დახმარებას მოიცავს.  

მსგავსი სიახლეები