WSJ: კურსკიდან ЗСУ-ს განდევნას რუსეთის 20-ათასიანი გამოცდილი დაჯგუფება სჭირდება
კურსკში ოლქში შეჭრილი უკრაინული დანაყოფების განდევნისთვის რუსეთის 20-ათასი ჯარისკაცების შემდგარი, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი, გამოცდილე სამხედრო შენაერთი დასჭირდება.
ინფორმაციას ამის შესახებ დასავლელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის წყაროების მიხედვით, კურსკში შეჭრილი უკრაინული დანაყოფების შესაჩერებლად რუსეთმა ოლქში 5 ათასი სამხედრო გადაისროლა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი რუსეთის ტერიტორიიდან ЗСУ-ს განდევნისთვის.
გაზეთის წყაროს ცნობით, გასულ დღეებში რუსეთის გენერალურმა შტაბმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებიდან რამდენიმე არასრული ბრიგადი გადაისროლა კურსკში - ერთ-ერთი ბრიგადა მანამდე რუსეთისთვის პრიორიტეტულ დონეცკის მიმართულებით მოქმედებდა, ხოლო დანარჩენები ფრონტის ნაკლებად მნიშვნელოვანი მონაკვეთებიდან.
WSJ-ის ცნობით, კურსკში ჯამურად ЗСУ-ს 6 ათასი მებრძოლი მოქმედებს, ხოლო კიდევ 4 ათასი სამხედრო მათი ლოჯისტიკური უზრუნველყოფას სუმის ოლქიდან ახერხებს. კურსკში გაგზავნილი დანაყოფების დიდი ნაწილი წყაროს ცნობით, უკრაინამ რეზერვებიდან ამოოქმედა და სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა ნაკლებად ჩაერთო ოპერაციაში ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოქმედი ბრიგადები, რათა კიდევ უფრო არ გაერთულებინა ისედაც საკმაოდ მძიმე ვითარება.
წყაროს ცნობით, კურსკის ოპერაციის დაგეგმვა უკრაინულმა გენშტაბმა ივნისიდან დაიწყო - ამ დროიდან მოყოლებული უკრაინელები ინტენრიურად უტევდნენ რეგიონის ენეგეტიკულ ინფრასქტრუქტურას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და სადამკვირვებლო კოშკებს.
ოპერაციის პირველ დღეს საზღვარი პირველად რადიო-ელექტრონული ბრძოლის დანაყოფებმა გადაკვეთეს - ამის მეშვეობით მოხერხდა შეტევაში გადასული დანაყოფების დაცვა და მოწინააღმდეგის კავშირის სისტემის პარალიზება.
გამოცემის მიერ გამოკითხული სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, კურსკში მოქმედი უკრაინული დანაყოფების რიცხვონების, გამოცდილებისა და აღჭურვის გათვალისწინებით, რუსეთს 20-ათასიანი გამოცდილი და კარგად აღჭურვილი სამხედრო შენაერთი დასჭირდება.
ღია წყაროების მიხედვით, კურსკში მყოფი უკრაინული დანაყოფების გასანეიტრალებლად რუსეთმა უკვე მოცულობითი რეზერვები გადაისროლა, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი წვევამდელებისგანაა დაკომპლექტებული.
გარდა ამისა ცნობილია, კურსკში სამხრეთ ოსური და აფხაზური სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების გადასროლის შესახებ, რომლებიც გასულ თვეებში დონეცკის ფრონტზე მოქმედებდნენ.
კურსკში გადასროლილ დანაყოფებს შორის არიან ბელგოროდში დაბანაკებული ფორმირებები. ასევე, ცნობილია ხერსონიდან და ზაპორიჟიის ოლქიდან მოხსნილი 155 და 810 საზღვაო ბრიგადების შესახებ.