WSJ: ნიკი ჰეილიმ საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა გადაწყვიტა

სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და ტრამპის ბოლო კონკურენტი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის რბოლაში 6 მარტს საკუთარ კანდიდატურას მოხსნის. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ე.წ. სუპერსამშაბათი, რომლის ფარგლებში 15 შტატიდან მხოლოდ 1 შტატში (ვერმონტი) შეძლო ტრამპის დამარცხება.

კამპანიის დასაწყისში ჰეილიმ განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში მხარს დაუჭერდა გამარჯვებულ რესპუბლიკელს, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. 

"მე მაქვს სერიოზული შიში დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი შიში მაქვს ჯო ბაიდენთან დაკავშირებით",- ამბობდა ჰეილი. 

გაზეთის წყაროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შემდეგ ჰეილი აპირებს მისი კონსერვატიული შიდა და საგარეო პოზიციების ადვოკატირებას. 

კონტექსტი 

5 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შიდაპარტიული პრაიმერი 15 შტატში მოიგეს.

ტრამპმა რესპუბლიკელების მხარდაჭერა ალაბამაში, არკანზასში, კოლორადოში, მეინში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებში მოიგო. 

მსგავსი სიახლეები