$10 მილიარდის იარაღი უკრაინას და 50-დღიანი ვადა რუსეთს - ტრამპის ფერიცვალება
.jpg)
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი დრამატულად გაუზრდის შეიარაღების მიწოდებას იმ ქვეყნებს, რომლებიც თავის მხრივ, ამ შეიარაღებას უკრაინას აწვდიან.
State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს გამოაცხადა - ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა უკრაინის შეიარაღების ახალი სქემის შესახებაც.
Why It Matters: დღევანდელი გადაწყვეტილება ამერიკული ადმინისტრაციის მიდგომაში სეისმურ ძვრას წარმოადგენს.
- ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპმა უარი თქვა მისი წინამორბედის სტრატეგიასა და უკრაინის ღია მხარდაჭერის მიდგომაზე, თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლის ფუნქციის შეთავსებას შეეცადა.
- გარდა ამისა, ამერიკელი პრეზიდენტი ამ დრომდე ამბობდა, რომ არ მიაწვდიდა უკრაინას შეტევისთვის საჭირო შეიარაღებას, რაც მისი აზრით ესკალაციას გამოიწვევდა.
Break It down: გამოცემა Axios ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი ტალღის ფარგლებში უკრაინა, შეერთებული შტატების გავლით, ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყნებისგან 10 მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიიღებს.
- წყაროების ცნობით, საუბარია როგორც საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებზე, ასევე საზენიტო და საარტილერიო დანადგარებზე, მცირე და საშუალო რადიუსის საავიაციო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებზე, საარტილერიო ჭურვებზე.
- "ჩვენ გავგზავნით მილიარდობით დოლარის საუკეთესო შეიარაღებას და მის საფასურს ევროპელი გადაიხდიან"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
- გარკვეულ შეიარაღებას უკრაინა მოკავშირეებისგან დაუყოვნებლივ, ევროპაში მდებარე არსენალებიდან მიიღებს, რასაც მოგვიანებით ამერიკიდან ჩამოსული შეიარაღება შეავსებს - მოსალოდნელია, რომ ყველაზე სწრაფად უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებსა და საზენიტო რაკეტებს მიიღებს.
- ტრამპს არ გაუჟღერებია კონკრეტული შეიარაღება, თუმცა ახსენა რაკეტები - იმავე Axios-ის წყაროების ცნობით, ახალი სქემის ფარგლებში, უკრაინა შორეული მოქმედების რაკეტებსაც მიიღებს, რომლებითაც შეეძლება დარტყმების განხორციელება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვზეც.
- ახალ სქემაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ დონალდ ტრამპმა გასულ კვირას დაურეკა და უთხრა, რომ "უკრაინელებს უნდა ჰქონდეს შეიარაღება, რათა მათ შეეძლოთ თავის დაცვა".
- მარკ რუტემ ახალ სქემით დაინტერესებულ ქვეყნებს შორის ახსენა გერმანია, ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები და კანადა - მისი თქმით, ახალი სქემის ფარგლებში უკრაინა "შეიარაღების მასიურ პაკეტს მიიღებს".
Big Picture: ამავე შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის რუსეთის პრეზიდენტს 50-დღიანი ვადა მისცა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც რუსეთს მეორადი სანქციების ამოქმედებით დაემუქრა.
- ამ კონტექსტში, დონალდ ტრამპმა სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიციირებულ სანქციების კანონპროექტი ახსენა, რომელიც რუსული ნავთობის შემსყიდველებისთის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
- ტრამპის თქმით, 500%-იანი ტარიფები "ზედმეტად მაღალია" და, შესაძლოა, 100%-იანი ტარიფები სენატის თანხმობის გარეშე, საპრეზიდენტო ძალაუფლების ფარგლებში დააწესოს.
- "პუტინთან საუბრის შემდეგ, ყოველთვის ვამბობ, რომ კარგი საუბარი გვქონდა... შემდეგ ვხედავთ, როგორ იბომბება კიევი, ან რომელიმე სხვა ქალაქი, ამის შემდეგ მიდიხარ დასკვნამდე, რომ საუბარს აზრი არ აქვს" - თქვა ტრამპმა.
Сontext: წყაროების ცნობით, ახალი სქემის იდეის ავტორი, რომლის ფარგლებშიც ამერიკული შეიარაღების საფასურს ევროპელი მოკავშირეები გადაიხდიან, ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელმაც ინიციატივა გასულ თვეს ჰააგაში გამართულ სამიტზე ამერიკელ პრეზიდენტს წარუდგინა.
- გასული 2 კვირის განმავლობაში, ტრამპის იმედგაცრუებამ და ბრაზმა პუტინის მიმართ შესამჩნევად მოიმატა - მისი უკმაყოფილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები და ცეცხლის შეწყვეტაზე უარია.
- თუმცა, ახალი მიდგომის აუცილებლობაში ტრამპი საბოლოოდ 3 ივლისს რუსეთის პრეზიდენტთან გამართულმა რიგით მეექვსე სატელეფონო საუბარმა დაარწმუნა.
- წყაროების ცნობით, თითქმის 1-საათიან საუბარში პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ მომდევნო 60 დღის განმავლობაში რუსეთის არმია ახალ იერიშს წამოიწყებდა, რომლის მიზანიც ნაწილობრივ ოკუპირებული ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლაა.
- მომდევნო დღეებში, ზელენსკის მიერ ჰააგაში გახმომავენებული იდეა, უკრაინის შეიარაღების ახალ სქემად ტრანსფორმირდა.