WSJ: რომან აბრამოვიჩი და მოლაპარაკებების უკრაინელი მონაწილეები შესაძლოა მოწამლეს

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრები შესაძლოა მოწამლეს. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აბრამოვიჩს და მოლაპარაკებების ორ მონაწილეს რამდენიმე სიმპტომი აღენიშნებოდათ: თვალების სიწითლე, ხშირი ცრემლდენა და კანის აქერცვლა ხელებზე.

WSJ-ის წყაროს ცნობით, შესაძლოა ეს მოსკოვში ძალოვანების იმ ჯგუფს დაეგეგმა, რომელსაც მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, თუმცა, აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად ამის მტკიცება შეუძლებელია.

აბრამოვიჩის და ორი უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

მსგავსი სიახლეები