WSJ: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გაგზავნა

 

რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამედიცინო სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნა, რითაც პრაქტიკულად ომისთვის მზადების ბოლო ეტაპი დაასრულა და საომარი სამზადისის უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს

სამედიცინო ქვედანაყოფების მობილიზება სამხედრო წრეებში ომის აუცილებელ წინაპირობად აღიქმება. გამოცემის თანახმად, აშშ-ის სამხედრო წრეებში არსებული კონსენსუსით, რუსეთს საომარი სამზადისის არსებულ დონემდე აქამდე არ მიუღწევია. 

კრემლის გადაწყვეტილების შედეგად კიდევ უფრო გამწვავდა დისკუსია დასავლურ ბანაკში იმასთან დაკავშირებით თუ რა არის კრემლის გეგმები და შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე.

მიუხედავად იდენტური სადაზვერვო ინფორმაციისა, როგორც ჩანს გერმანიასა და საფრანგეთში აშშ-სგან განსხვავებული დასკვნები გამოიტანეს.

7 თებერვალს ვაშინგტონს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი ოლაფ შოლცი. თეთრი სახლის პრესსამსახურში ამბობენ, რომ განსახილველ საკითხებს შორის უკრაინა ყველაზე პრიორიტეტული საკითხი იქნება. 

მსგავსი სიახლეები