ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 50-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო
ტუნისის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო ლიბიიდან ევროპისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის შედეგად.
მუჰამედ ზიკრის თქმით, 33 გადარჩენილი მიგრანტი ტუნისის სანაპიროზე გამოიყვანეს.
“გადარჩენილი 33 მიგრანტი ბანგლადეშიდანაა, - თქვა საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის სპიკერმა ფლავიო დი ჯაკომომ - მინიმუმ 50 კი დაიკარგა.”
ნავი, რომელსაც 90 მგზავრი გადაჰყავდა, ლიბიის პორტ ზუვარადან კვირას გამოვიდა.
________________________________
გაეროს მონაცემებით, შარშან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 1,200 მიგრანტი დაიღუპა; 2021 წლის 4 თვეში კი იტალიისკენ და მალტისკენ მიმავალი 500-ზე მეტი ადამიანი.
ორშაბათს ტუნისის ფლოტმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ გადაარჩინეს ჩაძირვის პირას მყოფი ნავი, რომელსაც 100 ბანგლადეშელი და სუდანელი მიგრანტი გადაჰყავდა.