ყირიმში სპეცოპერაცია გრძელდება, ეს არ არის ერთი დღის ამბავი - Українська правда
უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებები გრძელდება.
ამ ინფორმაციას Українська правда დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები, ეს არ არის ერთი დღის ამბავი, არამედ გრძელვადიანი ოპერაცია, გუშინ ილენოვკაში განადგურდა საჰაერო თავდაცვის კომპლექსი S-400, დღეს მაიაკში დესანტი გადავიდა. ოპერაცია გრძელდება. ასე რომ, დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა.
მაგრამ ზოგადად, ეს არის ყოვლისმომცველი სამუშაო, რომელიც გვიჩვენებს, რომ ყირიმამდე შეგვიძლია მივაღწიოთ არა მხოლოდ იარაღით, არამედ პერსონალის მონაწილეობითაც." - განუცხადა წყარომ УП-ს
მანამდე დაზვერვის მთავარ სამმართველოში განმარტეს, რომ ყველა მიზანი მიღწეულია და სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა შემთხვევის ადგილი დანაკარგის გარეშე დატოვეს.
კონტექსტი
დილით, Крым.Реалии-მ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე კონცხ ტარხანკუტზე გამთენიისას ბრძოლა მოხდა ნავებისა და ავიაციის მონაწილეობით.
ტელეგრამის არხი Baza-ს ცნობთ, ილენოვკაში მდებარე ბანაკში, სოფელ მაიაკის მახლობლად სროლის ხმა ისმოდა. როცა ხალხი სანახავად გამოვიდა, ნაპირიდან 10 მეტრში ორი რეზინის ნავი დაინახეს, რომელშიც დაახლოებით 10 ადამიანი იმყოფებოდა.
სოფელ მაიაკში, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა მდებარეობს. ასევე ტარხანკუტის ნახევარკუნძულზე არის სარადარო სადგური.