ზალუჟნი: ავდიივკასთან ერთ თვეში 10 ათასი რუსი სამხედრო და 7 Su-25 გავანადგურეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ავდიივკაზე რუსეთის ერთთვიანი შეტევისას უკრაინელებმა დაახლოებით 10 ათასი ოკუპანტი, 7 Su-25 და უამრავი სხვა აღჭურვილობა გაანადგურეს.
"ერთი თვეა, რაც მტერმა ავდიივკაზე აქტიური შტურმი დაიწყო, ეს არის სასტიკი ბრძოლების, გამძლეობის და ჩვენი დამცველების გამარჯვების თვე, რომლებიც გმირულად აგრძელებენ თავდაცვას.
ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის 100-ზე მეტი ტანკი, 250 ჯავშანმანქანა, 50-მდე საარტილერიო სისტემა და 7 თვითმფრინავი Su-25. მტრის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგი დაახლოებით ათი ათას ადამიანს შეადგენს." - აღნიშნა ზალუჟნიმ.
მან მადლობა გადაუხადა ბრიგადებს, ქვეითებს, არტილერისტებს, სატანკო ეკიპაჟებს, დაზვერვის ოფიცრებს, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებს და ექიმებს, რომლებიც ავდიივკას იცავენ.