ზალუჟნი: დაკავებული მიწების თითოეული მეტრი ოკუპანტების სისხლითაა მორწყული
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნის თქმით, ვითარება რთულია, თუმცა უკრაინელი სამხედროები მტერს მედგრად უმკლავდებიან.
"ჩვენ ძალიან გვიმძიმს, მტერს საცეცხლე უპირატესობა აქვს, ჩვენ მედგრად ვართ. ვითარება რთულია მაგრამ კონტროლირებადი", - განაცხადა გენერალმა.
გენერლის განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებელები არიან სამანევრო ბრძოლები აწარმოონ და უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავონ.
"მიუხედავად ამისა, დაკავებული მიწების თითოეული მეტრი ოკუპანტების სისხლით არის მორწყული", - ამბობს ზალუჟნი.
უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.