ზალუჟნი: მოვიდა დრო დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები მას გადამწყვეტი კონტრიერიშის დაწყებისთვის კუთრხევას თხოვენ. 

ვიდეო სოციალურ ქსელებში ვალერი ზალუჟნის სახელით გავრცელდა. 

"მოვიდა დრო დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია. ეს უკრაინის გათავისუფლების ლოცვაა. ასეთი ფიქრით და ასეთი სიტყვებით ჩვენი გმირი მეომრები მიდიან იერიშზე რათა გაათავისუფლონ უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან და აღმართონ გამარჯვების დროშა",- ნათქვამია ვიდეო რგოლში. 

ვალერი ზალუჟნის თქმით, ვიდეო რგოლის ტექსტის ინსპირაცია 1920-იან წლებში მოღვაწე უკრაინელი ნაციონალისტის, ოსიპ მაშაკის ლექსი გახდა. 

კონტექსტი 

ბოლო დღეებში გააქტიურდა საუბრები უკრაინის კონტრიერიშის შესახებ. ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი მებრძოლები მზად არიან კონტრიერიშისთვის და ის შესაძლოა ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები