ზალუჟნი: რუსეთში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ რუსი დამპყრობლების დანაკარგები ნებისმიერ ქვეყანას შეაჩერებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს.
ამის შესახებ ზალუჟნიმ დმიტრო კომაროვთან ინტერვიუში განაცხადა.
"ისინი ურდოს მსგავსად მოქმედებენ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ მათი დანაკარგების რაოდენობით, უბრალოდ იმის დანახვით, რაც ბრძოლის ველზე დარჩა.
ასეთი დანაკარგები ნებისმიერ ქვეყანას შეაჩერებდა შემდგომი ქმედებებისგან. ავღანეთში 15 ათასი ჯარისკაცის დაკარგვამ ფაქტობრივად დააჩოქა საბჭოთა კავშირი. ახლა რუსეთის ფედერაციის დანაკარგების რაოდენობა გაცილებით მეტია. და ის არ ჩერდება.
არის მხოლოდ ერთი დასკვნა, რომ ყველაზე იაფი რაც აქვს ამ ქვეყანას ადამიანის სიცოცხლეა. ეს არის ყველაზე იაფი. მეორე მხრივ, ეს ჩვენთვის ყველაზე ძვირია." - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ზალუჟნი თვლის, რომ უკრაინას გამარჯვებისკენ რთული და გრძელი გზა ელის.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა ხალხია. ის უკრაინელ ხალხს "ფენომენს" უწოდებს და თვლის, რომ სახელმწიფო მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.
მთავარსარდალმა აღიარა, რომ უკრაინამ ბევრი პროფესიონალი ჯარისკაცი დაკარგა: "ამ მომენტში ჩვენ დავკარგეთ ბევრი ადამიანი, კარიერული მეთაურები. რადგან ომს იწყებენ პროფესიონალი ჯარისკაცები და ამთავრებენ მასწავლებლები, ინჟინრები, ბუღალტრები. რაც ახლა ხდება."
ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ გამარჯვების საფუძველი იქნება არა მხოლოდ უკრაინელების გმირობა, არამედ მოწინავე ტექნოლოგიების, უფრო ეფექტური აღჭურვილობის გამოყენება: "მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი უბრალო ხალხის მხრებზეა. ყველა გამარჯვება, რაც იყო, ისინი ჩვენი უკრაინელების სიცოცხლით მოვიპოვეთ, რომლებმაც თავი გაწირეს ხერსონის გასათავისუფლებლად, გაათავისუფლეს ჩერნიგოვი, სუმი და კიევი და კიევის რეგიონი."