ზალუჟნი: რუსული ფრთოსანი რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინისკენ გასროლილმა ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.

"დღეს, 10 თებერვალს, დილის 10:18 საათზე, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვას რესპუბლიკასთან. დაახლოებით დილის 10:33 საათზე კი ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე. ამის შემდეგ, რაკეტები კვლავ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის ადგილას." - წერს ზალუჟნი.

მისი თქმით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან ისროლეს.

მსგავსი სიახლეები